არყით აღგზნებული კაცის გონებაში ბინდი ისადგურებს, მისი ენა სიმახინჯისა და დაუნდობლობის ენაა. ღვინით აღგზნებული კაცის გუნებაში ნათელი დგება, მისი ენა სილამაზისა და სიყვარულის ენაა. არაყი - მსჯავრია, ღვინო - მიტევება. განგებამ ღვინის სიყვარული გვიბოძა, რომ ჩვენი აზრისათვის მშვენიერება და სიკეთე მიენიჭებინა. ფიქრისა და საუბრის სარბიელად სუფრა მოგვიჩინა, სუფრავე დაგვითქვა ადგილად, სადაც ერთმანეთისათვის მხოლოდ კეთილი სურვილი ითქმის და საგნისათვის მხოლოდ პირუთვნელი შეხედულება. ქართული სუფრა ქართულ სიმღერას ჰგავს: სხვადასხვა ხმაზე ვმღერით და კონტრაპუნქტში ვერთიანდებით. არ არსებობს თანხმობა იმ თანხმობაზე დიდი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობით მიიღწევა.
არაყი არაყი უნივერსალური პროდუქტია. დამზადებისა და მოხმარების იოლი წესის გამო, ის ფართოდ არის გავრცელებული მთელს მსოფლიოში და სხვადასხვა სავაჭრო მარკით იწარმოება. შესაბამისად, ისინი განსხვავდებიან თავისი მახასიათებლებით, ნედლეულით, რისგანაც მზადდება,
... კითხვის გაგრძელება »
ამ პოსტში წაიკითხავთ თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა სტალინს ალკოჰოლურ სასმელთან და როგორ აფასებდა ის ქართულ ღვინოს და ჭაჭას… მაგარ ალკოჰოლურ სასმელებს ყოველთვის ერიდებოდა იოსებ სტალინი. მას, შეეძლო დაელია ერთი-ორი პატარა ჭიქა არაყი ან ქართული კონიაკი, მაგრამ ძირითადად ოჯახურ ქართულ ღვინოს ამჯობინებდა. ღვინოებს სტალინისათვის სპეციალურად პროფესიონალი მეღვინეები არჩევდნენ. მათთან ერთად ყოველთვის ესწრებოდნენ КГБ-ს თანამშრომლები, რომელთად ევალებოდათ მეღვინეებთან ერთად შეერჩიათღვინო და ჩაეტანათ კრემლში, სადაც სტალინის პირადი ექიმის ნებართვის შემდგომ აწვდიდნენ ღვინოს დიდ ბელადს. ძირითადი აქცენტი გადატანილი იყო ქინძმარაულის ზონაზე; ერთ ლიტრა ქინძმარაულში ოჯახის პატრონს სხვა ძვირფას 5 ლიტრა ღვინოს ან გარკვეულ ანაზღაურებას სთავაზობდნენ. ასევე ლეჩხუმში, არჯევანიძეების ოჯახში, სტალინისთვის იძენდნენ ღვინო უსახელაურს.
ა.ა.გრომიკო იხსენებს: მაგიდაზე სტალინს თავი ყოველთვის თავისუფლად ეჭირა, მიუხედავად იმისა,
... კითხვის გაგრძელება »
1 აპრილი – ტყულის დღე (საქართველო). 2 აპრილი – საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე. 3 აპრილი – პალმების დღესასწაული (იამაიკა). 4 აპრილი – პიანინოს ამწყობების საერთაშორისო დღე. 5 აპრილი – სისუფთავის დღე (ჩინეთი). 6 აპრილი – ტრამვაის დაბადების დღე (რუსეთი). 7 აპრილი – ჯანმრთელობის დღე. 8 აპრილი – ციგნების საერთაშორისო დღე. 9 აპრილი – 9 აპრილის ტრაგედია. 10 აპრილი – წინააღმდეგობის გაწევის საერთაშორისო დღე. 11 აპრილი – მუზეომის დღე. 12 აპრილი – ავიაციის და კოსმონავტების დღე. 13 აპრილი – როკ-ენ-როლის დღე. 14 აპრილი – ახალი წელი (ლაოსი). 15 აპრილი – რადიო ელექტრიების დღე. 16 აპრილი – მეცნიერების საერთაშორისო დღე. 17 აპრილი – ვნებიანი კვირეული. 18 აპრილი – ისტორიული ძეგლების საერთაშორისო დღე. 19 აპრილი – გაუნათლებლობის დღე (ვიეტნამი). 20 აპრილი – ცისა და ოკეანეების ღმერთის მაცუს დ
... კითხვის გაგრძელება »
1 იანვარი -ახალი წელი. მსოფლიო დღესასწაული. 2 იანვარი – ბედობა 3 იანვარი – მთვარის ახალი წელი (ლიტვა). 4 იანვარი – ისააკ ნიუტონის დაბადების დღე. 5 იანვარი – მიხეილ სააკაშვილის მეორედ გაპრეზიდენტება. 6 იანვარი – მგლების დღე (ესპანეთი). 7 იანვარი – იუპიტერის აღმოჩენა(გალილეო გალილეი). 8 იანვარი – ელვის პრესლის დაბადების დღე. 9 იანვარი – სრულყოფილების დღე (იაპონია). 10 იანვარი – ვუდუს დღე (ბენინი). 11 იანვარი – მსოფლიო დღე “მადლობთ”. 12 იანვარი – ლომების დღე (კენია). 13 იანვარი – ძველით ახალი წლის წინა დღე. 14 იანვარი – ძველით ახალი წელი. 15 იანვარი – ხეების დარგვის დღე (იორდანია). 16 იანვარი – საერთაშორისო დღე “The Beatles”. 17 იანვარი – ტვალეტის ჩასარეცხი დაპატენტების დღე (1861). 18 იანვარი – მუშების დღე. 19 იანვარი – ნათლისღება. 20 იანვ
... კითხვის გაგრძელება »
ამ უნიკალური ხის ქერქი, ფოთლები, კვირტები, წვენი, მტვერი და მის ტანზე გაზრდილი სოკო ჩაგაც კი გამოიყენება ბევრი დაავადების სამკურნალოდ. აპრილმაისში (მშრალ ამინდში) აგროვებენ არყის ხის მტვერს, რომელიც არეგულირებს კუჭის მუშაობას, კურნავს ყაზბობას. არყის წვენი უნივერსალური წამალია. შლის თირკმელებში ქვებს. ეფექტიანია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის, თავის ტკივილის დროს, ბრონქიტის, რევმატიზმის, რადიკულიტის, ნიკრისის ქირის (პოდაგრის) და ართრიტის მკურნალობისას. ყოველდღე თუ თითო ჩაის ჭიქა არყის წვენს დალევთ, გაგიქრებათ დაღლილობა, მოთენთილობა და გაღიზიანება. კარგია, თუ 2-3 კვირის განმავლობაში 3-ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წუთით ად¬რე, მიიღებთ არყის ხის ახალგამოწურულ წვენს.
» დილაობით თავი არ სტკივა მას, ვინც ცოტა კი არ დალია, არამედ მას, ვინც სწორად დალია. » თუ ადამიანი ალკოჰოლურ სასმელს ზომიერად მოიხმარს, დღის 3 საათიდან ღამის 12 საათამდე შუალედში, მას ალკოჰოლიზმით დაავადება არ ემუქრება.
თუ სუფრასთან თქვენმა შეხვედრამ მეგობართან, ნათესავებთან, თანამშრომლებთან საკმაოდ დიდხანს გასტანა და ორგანიზმმა საკმაოდ დატვირთვა მიიღო ალკოჰოლის მოხმარებით, მეორე დილით შესაძლებელია “პახმელიის”, ანუ ნაბახუსევის სინდრომმა შეგაწუხოთ. რა არის პახმელია, როგორ უნდა გამოვიდეთ ნაბახუსევიდან და რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ ნაკლებად მტკივნეულად გადავლახოთ იგი. ამისათვის არსებობს ექიმების, ფსიქოლოგების, ნარკოლოგების რეკომენდაციები, რომლის ცოდნა ყველასათვის საჭიროა და სასარგებლოა. ნიკო ჩუბინაშვილის რუსულ-ქართულ ლექსიკონში ვკითხულობთ: ნაბახუსევი, გაბრუებული სმისაგან. ნაბახუსავად არის.
* * *
ზომიერად სასმელის მიღება ბევრს არ შეუძლია, ამიტომ ადრე თუ გვიან ყველა მსმელს ემართება პახმელია. სასმელის მომხმარებ
... კითხვის გაგრძელება »
”აბსოლუტი” საკმაოდ კარგი შვედური არაყია, მაგრამ როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, მან სახელი გაითქვა არა მისი ხარისხით, არამედ არაჩვეულებრივი სარეკლამო კონცეფციით. მისი ყოველი ახალი სარეკლამო კამპანია თანამედროვე და საკმაოდ მიმზიდველი აქციის ხასიათს ატარებს, ხოლო მისი ნებისმიერი სახის რეკლამის ნახვა უდიდეს სულიერ სიამოვნებას ანიჭებს რეკლამის ნამდვილ გურმანებს.
თავდაპირველად დიზაინერული აზროვნება ტრიალებდა ამ მარკის ტერიტორიალური მიკუთვნებისკენ. მათ სურდათ, რომ ახალ არაყს ჰქონოდა მკვეთრად გამოკვეთილი შვედური იმიჯი; მაგალითად, ”ნათელი შვედური არყის” კონცეპცია ვიკინგებიანი ეტიკეტით ან ”საიმპერატორო კარის არყის” იდეა. ყველაფერთან ერთად ქაღალდში გახვეული ბოთლის იდეაც იყო შემოთავაზებული. მაგრამ ამ იდეებს არ იზიარებდნენ კომპანიის მიერ მიწვეული ამერიკელი ექსპერტები – მათი ხედვით ახალ არაყს უფრო მკაცრი, თანამედროვე იმიჯი უნდა ჰქონოდა; ბოთლი მაღაზიის ვიტრინებში ადვილად შესამჩნევი და დასამახსოვრებელი უნდ
... კითხვის გაგრძელება »
უნივერსალური პროდუქტია. დამზადებისა და მოხმარების იოლი წესის გამო, ის ფართოდ არის გავრცელებული მთელს მსოფლიოში და სხვადასხვა სავაჭრო მარკით იწარმოება. შესაბამისად, ისინი განსხვავდებიან თავისი მახასიათებლებით, ნედლეულით, რისგანაც მზადდება, ტექნოლოგიის თავისებურებითა და დამატებებით, რაც აუმჯობესებს არომატსა და გემოს. თუ რუსული არყის ეტალონად 40-გრადუსიანი, ნეიტრალური გემოს მქონე, უფერული სითხე ითვლება, პოლონეთში და სკანდინავიის ზოგიერთ ქვეყანაში, არყად ერთმანეთისგან განსხვავებული ბევრი სასმელი ითვლება. იმ ქვეყნებს შორის, სადაც არაყს ხდიან, უდავო ლიდერად პოლონეთი ითვლება. დღეისათვის არაყი, როგორც მაღალალკოჰოლური სასმელი ბევრ ქვეყანაში იწარმოება, მათ შორის საფრანგეთში, ბელგიაში, კანადაში, ისრაელში, ჩინეთში, ჩეხეთში, ბულგარეთში, ავსტრიაში, შოტლანდიასა და ა.შ
შვედური არაყი
სკანდინავიის ქვეყნებში არყის გამოხდის უძველესი ტრადიცია არსებობს, სადაც მაღალალკოჰოლიანი სასმელების ექსკლუზიური რეცეპტები არსებობს. შვედეთში პირველი წერ
... კითხვის გაგრძელება »