ჯინი არის სპირტიანი სასმელი. იგი წარმოადგენს სპირტის, სტერილიზებული წყლისა და არომატიზატორების ნაერთს. ჯინში სპირტის შემცველობა 40-50%-ია.
მოცვი თავის დროზე ცნობილი იყო თავისი სამკურნალო თვისებებითა და არომატით. აფთიაქარები მას ახმობდნენ, რათა შემდგომ წამალი დაემზადებინათ. 1550 წელს ჰოლანდიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე აფთიაქარმა დე ლა ბომ პირველად დაამზადა მოცვისგან სამკურნალო საშუალება. ჯინის წარმოება 25 წლის შემდეგ, ლუკას ბოლსის ფირმის (Bol's) მიერ დაიწყო, რომელმაც წამალი სასმელად აქცია. 1575 წელს დაარსებული ეს ფირმა მსოფლიოში ერთ-ერთ უძველესად ითვლება. იმის გამო, რომ ჯინი მოცვზე მზადდებოდა და მისი არომატი ჰქონდა, ამ სასმელს პირველად, ფრანგულად Genievre უწოდეს. წლების შემდეგ მოხდა ამ სიტყვის ტრანსფორმირება და ალკოჰოლურმა სასმელმა ჯინის სახელი მიიღო. ჰოლანდიური სასმელი განსაკუთრებული წარმატებით ბრიტანეთ
... კითხვის გაგრძელება »
მრავალი არსებული ლეგენდის მიუხედავად, რომელიც მოგვითხრობს ირლანდიური ვისკის წარმოშობის შესახებ, დღემდე არ არის ცნობილი როდის მოევლინა ის სამყაროს. დოკუმენტურად იგი პირველად მოიხსენიება საპარლამენტო აქტში, რომელიც დათარიღებულია 1556 წლით. თავისი არსებობის მანძილზე ჰქონდა წარმატებაც და წარუმატებლობაც, მაგრამ მაინც შეინარჩუნა კონკურენცია თავის შოტლანდიელ „ძმასთან“.
ვისკი ირლანდილეთა სიამაყეა, და ის უმაღლესი ხარისხის სასმელია აღიარებული მთელს მსოფლიოში. მართლწერა ირლანდიური სიტყვისა Whiskey განსხვავდება შოტლანდიური Whisky და ეს არაა შემთხვევითი. ირლანდიური ვისკის მთელი საწარმოო პროცესი არსებითად გამოირჩევა შოტლანდიურისაგან. ირალნდიაში არსებობს სხვადსხვა სახის ვისკი: ეს არის ტრადიციული ირალნდიური ვისკი, დადუღებული და დაუდუღებელი ქერის ალაოსგან, შეიძლება იყოს ჭვავისა და შვრიის დანამატი, რომელიც მიღებულია „patent still“-ს გამოსახდე
... კითხვის გაგრძელება »
ჯეიმს და ჯონ ჩივასების ამბიციური გეგმა საკმაოდ მარტივი და გენიალური იყო, ისინი კლიენტს უბრალოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქტს თავაზობდნენ. თუმცა სანამ ამ საფეხურს მიაღწევდნენ ყველაფერი სხვაგვარად იყო.
და რამდენადაც იმ დროისათვის მხოლოდ ალაოს სორტისგან იქმნებოდა სასმელი, იმდენად რისკთან იყო დაკავშირებული მაღალი ხარისხის დაცვა. თუმცა მიუხედავად ამისა, ძმები ჩივასები მაინც ოცნებობდნენ რომ მარტივად და ამასთანავე უმაღლესი ხარისხის სასმელი შეექმნათ, რომლითაც მეგობრებთან ერთად დატკბებოდნენ.
და აი მიზანსაც მიაღწიეს: მაღაზიაში, რომელიც ჯეიმს და ჯონ ჩივასებს ეკუთვნოდათ, საუკეთესო პროდუქტები და შოტლანდიაში წარმოებული სასმელები იყიდებოდა, მათ ძირითადად მდიდარი ფენის კლიენტურა ყავდათ, ვინაიდან ჩივასების მაღაზიაში შესაძლებელი იყო დახვეწილი და ძვირფასი პროდუქტის შეძენა მთელი მსოფლიოდან. ასე მაგალითად ელიტის წარმომადგენლები ჯერ არომატული ყავითა და ეგზო
... კითხვის გაგრძელება »
მსოფლიოში ყველაზე ძველი და, შესაბამისად, ყველაზე ძვირადღირებული ვისკი - Mortlach 70 Years Old Speyside Single Malt, რომელიც აქამდე ედინბურგის ერთ-ერთ ციხე-სიმაგრეში ინახებოდა, გასაყიდად გამოაქვთ. ვისკი 70 წლის დაძველებისაა და დიზაინერთა მიერ სპეციალურად მისთვის შექმნილ ბოთლებში ჩამოისხა. ცრემლის ფორმის ჭურჭელს ძირი და თავსახური ვერცხლისა აქვს და ბრაზილიური ვარდის ხისგან დამზადებულ ხელნაკეთ ყუთშია შეფუთული. დეგუსტატორებმა ამ უძველეს ვისკის მაღალი შეფასება მისცეს. ბაზარზე სულ 54 ბოთლი 700 მლ. და 162 ბოთლი 200 მლ. მოცულობის ვისკი გამოვა და ფასიც შესაბამისი ექნება – 14 880 დოლარი და 3 720 დოლარი.
ვისკის ძველმა სახდელმა The Macallan და ბროლის მწარმოებელმა ლეგენდარულმა ფირმა Lalique–მა ერთობლივი პროექტი განახორციელეს. ეს არის The Macallan-ის 64 წლის დაძველების ვისკი, რომელიც უნიკალური ტექნოლოგიით, ძველებური ტრადიციების მიხედვით დამზადებულ ჭურჭელში ჩამოსხმული გაიყიდება. ამგვარ ძვირფას ჭურჭელში ვისკი ფრანგი იუველირისა და მინის ოსტატის, ფირმა Lalique–ის დამაარსებლის, რენე ლალიკის 150 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოვიდა. გრაფინის ნიმუშად დიზაინერებმა 1820-იანი წლების ჭურჭელი გამოიყენეს, ვინაიდან სწორედ იმ წლებში ჩაეყარა საფუძველი The Macallan–ის ვისკის სახდელს. გრაფინის კედლებზე მდინარე სპეის პეიზაჟებია გამოსახული. უახლოესი 8 თვის განმავლობაში The Macallan in Lalique Cire Perdue მსოფლიოს დიდ ქალაქებში იმოგზაურებს, მისი შეძენა კი ნიუ-იორკში 2010 წლის 15 ნოემბერს დანიშნულ Sotheby's აუქციონზე იქნება შესაძლებელი. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ლოტის ფასმა შესაძლოა 75
... კითხვის გაგრძელება »