სამედიცინო სტატისტიკა ასეთ ფაქტს ადასტურებს: ფრანგები, რომლებიც სადილობისას ყოველთვის მიირთმევენ თითო ჭიქა კარგ ღვინოს, გაცილებით იშვიათად იღუპებიან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით, ვიდრე კონტინენტის ის მკვიდრნი, რომლებიც ალოჰოლურ სასმელებს მაინცდამაინც არ სცემენ პატივს. ამის მიზეზი, არც მეტი, არც ნაკლები, საქვეყნოდ ცნობილი ფრანგული ღვინო გახლავთ. ბურგუნდიაში ღვინით მკურნალობის საგანგებო ცენტრებიცაა, რომელთაც ენოთერაპიის ცენტრებს უწოდებენ. აქ მკურნალობის შემდეგი პრინციპია დამკვიდრებული: სვით ცოტ-ცოტა და ხშირ-ხშირად! ღვინის დადებითი ზემოქმედების ეფექტი ამერიკელებმაც დაადასტურეს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ისინი, ვინც ყოველდღიურად 200-300 მლ ღვინოს სვამს, უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ლოთები ან პრინციპული არამსმელები.
ენოთერაპიის (ღვინით მკურნალობის) და ამპელოთერაპიის (ყურძნით მკურნალობის) შესახებ დღეს ბევრი იწერება. უნდა გითხრათ, რომ მკურნალობი
... კითხვის გაგრძელება »
მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის უძველესი და მნიშვნელოვანი დარგია. ვაზის კულტურის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული ქართველი ერის ისტორიასთან. ჩვენი ერის შემოქმედებითი ბუნება და განსაკუთრებული სიყვარული ვაზისა და ღვინისადმი გამოიხატა ქართულ კულტურაში, ტრადიციულ წეს-ჩვეულებებში, არქიტექტურაში, ორნამენტში, ჭედურობაში, მხატვრობაში, პოეზიაში, სიმღერასა და ხელოვნების სხვა დაგებში.
საქართველო ითვლება მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს კერად და ხარისხოვანი და მაღალხარისხოვანი ღვინოების წარმოების ზონად მსოფლიოში, რასაც ადასტურებს, გარეული და კულტურული აბორიგენული ვაზის ჟიშების მრავალფეროვნება, აგრეთვე ამპელოგრაფიული, პალეობოტანიკური, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ფილოლოგიური, ლინგვისტიკური და სხვა მეცნიერული გამოკვლევები, როგორც ქართველი ისე უცხოელი მკვლევარებისა.
რქაწითელი — ქართული ტექნიკური ვაზის ჯიში დამწიფების გვიანდელი ვადით. ჯიში განეკუთვნება შავი ზღვის აუზის ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს. ფოთლები საშუალო, მომრგვალო სამ-ხუთფრთიანი, მტევანი საშუალო ზომის ან დიდი, ცილინდროკონუსური. მარცვალი საშუალო, ოვალური მომწვანო-ყვითელი ფერის ყავისფერი ლაქებით. პერიოდი დაკვირტვიდან ტურძნის ტექნიკურ სიმწიფემდე, ხორნაბუჯის ტერიტორიაზე 150 დღეა. აქტიურ ტემპერატურათა ჯამის 3100-3200 c პირობებში მოსავლიანობა 100-150 ც/ჰა. ჯიში ყინვაგამძლეა. ნახევრადმდგრადია მილდიუს მიმართ მცირედ ზიანდება იოდიუმით.
რქაწითელით მზადდება სუფრის მშრალი თეთრი სამარკო ღვინო "რქაწითელი", ადგილობრივი კახური მეთოდით. ასევე რქაწითელი, ხიხვისა და მწვანეს ჯიშის ღვინომასალებთან, კუპაჟში, გამოიყენება ღვინის "რქაწითელი ხორნაბუჯულლის" დასამზადებლად, რომელიც ასევე კახური ტიპისაა. რქაწითელი, მწვანეს ჯიშის ღვინომასალასთან ერთად, კუპაჟში, განოიყენება თეთრი სამარკო ღვინის "
... კითხვის გაგრძელება »
კატეგორიების მიხედვით ღვინო არის ჯიშობრივი და კუპაჟური. ჯიშობრივ ღვინოს ამზადებენ ერთი ჯისის ყურძნისგან, კუპაჟურს კი - სხვადასხვა ყურძნის ჯიშის ნარევისაგან. ყურძნის ღვინო ორგვარია: წყნარი ღვინო, რომელიც თითქმის არ შეიცავს ნახშირორჟანგს და ნახშირორჟანგის შემცველი.
თავის მხრივ წყნარი ღვინოც შეიძლება იყოს შემდეგნაირი: მშრალი ღვინო, სპირტის დაუმატებლად მიღებული სუფრის ღვინო, რომელიც შეიცავს ბუნებრივი ალკოჰოლური დუღილის შედეგად მიღბულ 9,0-14,0% (მოცულობითი) სპირტსა და შაქარს არა უმეტეს 0,3%-ისა. მისი საწარმოო დაძველების ხანგრძლივობაა 1,5 წ. კახური ტიპის ღვინისთვის - 1 წ.
მოტკბო მშრალი ღვინო, რომელიც შეიცავს 9,0 %-12,0% (მოცულობითი) სპირტს და 3,0-8,0% დაუღუდებელ შაქარს.
შემაგრებული ღვინის დამზადების დროს ნებადართულია რექტიფიცირებული სპირტის გამოყენება. A შემაგრებული მაგარი ღვინო 17,0-20,0% (მოცულობითი) სპირტის, აქედან 3% მიღებულია ბუნებრივი ალკოჰოლუ
... კითხვის გაგრძელება »
- სინამდვილეში ალკოჰოლი აქვეითებს იმუნიტეტს, ამიტომ მსმელები გაცილებით ხშირად ავადმყოფობენ. გაციებას ორგანიზმი თავად ერევა, მთავარია, ამაში ხელი არ შევუშალოთ. სასარგებლოა არა ჭიქა არაყი, არამედ წოლითი რეჟიმი, მოსვენება და სიმპტომური მკურნალობა (სურდოს დროს – ცხვირის წვეთები, ანგინის დროს – ყელში გამოვლება და ა.შ.).
ალკოჰოლი აძლიერებს მადას.?
- სინამდვილეში ალკოჰოლი აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს, იწვევს გასტრიტს, წყლულს, პანკრეატიტს, არღვევს საკვები ნივთიერებების ათვისების პროცესს და იწვევს დისტროფიას.
ალკოჰოლი აუმჯობესებს განწყობას.?
- …და იწვევს ნარკოტიკულ თრობას. თუ ადამიანს აქვს მოთხოვნილება, გახალისდეს ალკოჰოლის საშუალებით, ეს არანორმალურია. სავარაუდოდ, მას უკვე ჩამოყალიბებული აქვს ალკოჰოლური დამოკიდებულება. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ფსიქიატრის კონსულტაცია.
იზაბელა, ვაზის ამერიკული ჯიში. ბუნებრივი ჰიბრიდია. ყოფილ სსრკ-ში გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს ტენიან რაიონებში (ე. წ. "ადესა"), აზერბაიჯანში, კრასნოდარის მხარეში, ყირიმში. პერსპექტიულია მოლდოვეთში (გარდა ჩრდილოეთ რაიონებისა); კარგად უძლებს ფილოქსერასა და სოკოვან დაავადებებს (მილდიუმი, ოიდიუმი), ნაყოფი შვია, აქვს სპეციფიკური გემო, მწიფს მოგვიანებით, იყენებენ საჭმელად და მეღვინეობაში.
საფერავი -- მუქი წითელი, შავი ვაზის ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ჯიში. ივ. ჯავახიშვილის განმარტებით საფერავი ეკუთვნის ზოგად ჯიშთა ჯგუფს, თუმცა წარმომავლობით კახური უნდა იყოს. გავრცელებული იყო თითქმის მთელ საქართველოში. არსებობს ორი სახეობა - დიდი და პატარა საფერავი. კახეთში გავრცელებული ყოფილა ასევე "განჯური საფერავი". მოსავლიანობის, შაქრის დიდი შემცველობისა და საღებავის სიუხვით ძვირფას ვაზის ჯიშად ითვლება. საჭმელად ნაკლებად იხმარება, უპირატესად საღვინე ჯიშია. საფერავისგან დაყენებული წითელი ღვინო გამოირჩევა სურნელით, ფერითა და სიმაგრით. იყენებენ სხვა ღვინოების გაუმჯობესებისა და შეფერადებისთვის. დაძველების მიხედვით მისგან დაყენებული ღვინის მარკებია "საფერავი" (ერთ წლიანი), "ქინძმარაული" (ორ წლიანი) და "მუკუზანი" (სამი და ზევით).
საფერავი-ძველი ქართული ტექნიკური ჯიში. დამწიფების გვიანდელი ვადით ფოთლები დიდი მომრგვალო, სამფრთიანი. მტევანი საშ
... კითხვის გაგრძელება »
ღვინო — ალკოჰოლური სასმელი წარმოებული, ყურძნის წვენის ფერმენტაციით, თუმცა არსებობს სხვა ხილის ღვინოებიც, მათ შორის ქლიავის, შავი მაყვალის და მოცხარის. უყურძნოდ დამზადებულ ღვინოებს ხილის ან სოფლის ღვინოს უწოდებენ. სასმელები მიღებული სხვა ფერმენტირებადი მასალისგან, როგორიცაა თაფლი, ან მიღებული დისტილირების მეთოდით, როგორიცაა ბრენდი, ღვინის კატეგორიაში არ არის. ეტიმოლოგია
ღვინის აღმნიშვნელ სიტყვებს თითქმის ყველა ენაში ერთი ძირი აქვს. ქართველურ ენებში იგი გამოითქმის ასე: ღვინო (ქართ.), ღვინი (ზან.), ღვინალ (სვან.).
სხვა ინდო-ევროპულ და სემიტურ ენებში: ხეთური: wiyan(a), ლუვიური: wa/i-ya-na, ძვ. ბერძნ.: Οíνος, ლათ: vinum, სომხ.: gini გერმ.: Wein, ინგლ. Wine, რუს. (სლავურ ენებზე): вино, უელს: gwîn, ფრანგ.: vin, ესპ.: vino, იტ.: vino, არაბ.: wainun, ებრ.: yayin, ასირ: înu. ცხადია, ამ სიტყვებს აერთიანებთ ერთი ძირი, ერთი წამომავლობა და იმ იმ ქვეყნ
... კითხვის გაგრძელება »