ორშაბათი, 2025-11-10, 9:38 PM
მოგესალმები Guest | RSS
Vodka Connecting People!!!
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 20 » ვისკი ჩივას რეგალი
12:10 PM
ვისკი ჩივას რეგალი

ჯეიმს და ჯონ ჩივასების ამბიციური გეგმა საკმაოდ მარტივი და გენიალური იყო, ისინი კლიენტს უბრალოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქტს თავაზობდნენ.
თუმცა სანამ ამ საფეხურს მიაღწევდნენ ყველაფერი სხვაგვარად იყო.

და რამდენადაც იმ დროისათვის მხოლოდ ალაოს სორტისგან იქმნებოდა სასმელი, იმდენად რისკთან იყო დაკავშირებული მაღალი ხარისხის დაცვა.
თუმცა მიუხედავად ამისა, ძმები ჩივასები მაინც ოცნებობდნენ რომ მარტივად და ამასთანავე უმაღლესი ხარისხის სასმელი შეექმნათ, რომლითაც მეგობრებთან ერთად დატკბებოდნენ.

და აი მიზანსაც მიაღწიეს:
მაღაზიაში, რომელიც ჯეიმს და ჯონ ჩივასებს ეკუთვნოდათ, საუკეთესო პროდუქტები და შოტლანდიაში წარმოებული სასმელები იყიდებოდა, მათ ძირითადად მდიდარი ფენის კლიენტურა ყავდათ, ვინაიდან ჩივასების მაღაზიაში შესაძლებელი იყო დახვეწილი და ძვირფასი პროდუქტის შეძენა მთელი მსოფლიოდან. ასე მაგალითად ელიტის წარმომადგენლები ჯერ არომატული ყავითა და ეგზოტიკური სანელებლებით დაიწყებდნენ, შემდეგ კი ფრანგული კონიაკითა და კარიბის კუნძულებიდან ჩამოტანილი რომით ასრულებდნენ.

ძალიან მალე აბერდინში ძმები ჩივასების მაღაზია ნამდვილ დელიკატესების მაღაზიად იქცა, თუმცა აღმოჩნდა, რომ შოტლანდიაში არ იყო ვისკი, რომელიც მაღალ სტანდარტებს დააკმაყოფილებდა, ჩივასებმა კი ისარგებლეს ამ შემთხვევით და შექმნეს არაჩვეულებრივი გემოს მქონე ვისკი. ხმა ახალი სორტის შესახებ საკმაოდ სწრაფად გავარდა, და თითქმის ყველა მასპინძელი სტუმარს უკვე ახალი ვისკის ბოთლით ხელში ხვდებოდა.

აი ასე, დიდი წვალების მიუხედავად ძმებმა მაინც მოახერხეს მათ მიერ შექმნილი სასმელი ზუსტად ისეთი ცნობილი ყოფილიყო, როგორიც Chivas Regal 12 გახდა.

1837 წელს, როდესაც დედოფალი ვიქტორია ტახტზე ავიდა, იგი უცებ მზარდი იმპერიის ცენტრში აღმოჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ მეფურად ცხოვრობდა, მაინც ხშირად უჩნდებოდა სურვილი დრო არაოფიციალურად, მეგობრების წრეში გაეტარებინა. როდესაც იგი პირველად ესტუმრა შოტლანდიას, ერთი ნახვით შეუყვარდა მისი სიმშვიდე, სილამაზე და მაღალი ფარდოდგაშლილი მთები, ამიტომ მან მოუხშირა ამ ქვეყანაში ვიზიტებს და უფრო და უფრო ხანგრძლივი ხდებოდა მისი სტუმრობა შოტლანდიაში, განსაკუთრებით კი მის უდიდებულესობას ბალმორალის სამფლობელო იზიდავდა, მათ კი სასწრაფოდ დაიწყეს ძებნა პროდუქტებისა და ალკოჰოლური სასმელების ისეთი მიმწოდებლის, რომელიც ღირსეულ, მეფურ სუფრას დააკმაყოფილებდა.

სწორედ ამ ფაქტიდან გამომდინარე მიიღო წერილი ჯეიმს ჩივასმა ლივერპულელი ლორდისგან, რომელშიც ატყობინებდა, რომ კომპანია “Chivas Brother” დედოფალ ვიქტორიას სამეფო კარზე მაღალი ხარისხის პროდუქციის ოფიციალურ მომწოდებლად ცხადდებოდა.

Chivas Brother-სსა და ბრიტანეთის სამეფო კარს შორის კავშირი საკმაოდ საიმედო და გრძელვადიანი აღმოჩნდა და ძმები უბადლო სტატუსით სარგებლობდნენ.
მე-20 საუკუნის დასაწყისში კი ვისკის “Civas regal 12” - ეს ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში დაიწყო, სადაც ამ სასმელმა დიდ წარმატებებსა და პოპულარობას მიაღწია. სხვათა შორის ეს ყველაფერი “მშრალი კანონის” წინა პერიოდში მოხდა.

აი ასე, ახლა ალბათ უკვე ხვდებით, თუ რატომ ასოცირდებოდა ძმები ჩივასების გონებაში ვისკი “Civas regal” აუხდენელი ოცნებების ასრულებასთან.

კატეგორია: ვისკი | ნანახია: 3352 | დაამატა: CH1PO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 5
5 mancho  
0
memaqvs chivas regali 21wliani dazvelebittttttttttt

4 ლევან  
0
რა ღირს ერთი ბოთლი ჩივას რეგალი 700 გრ 18 წლიანი დაძველებით? და თუ შეგიძლიათ რო მითხრათ. საქართველოში არსებული ფასი მაინტერესებს რა თქმა უნდა

3 Grigala  
0

2 Dzebnili  
0
საზიზღრად მაგარია

1 CH1PO  
0
მაგარი რამეა ჩახეთქილი მაქ სიგარასთან ერთად booze ერთ არიფს მამიკოს კოლექციიდან ჩამოვახსნევინეთ biggrin

სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
საათი
სექციის კატეგორიები
არაყი [8]
ღვინო [8]
ლუდი [2]
ვისკი [5]
კონიაკი [3]
კოქტეილი [5]
სხვადასხვა [6]
შესვლის ფორმა
საიტის ჰიმნი
მინი-ჩეთი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
გამოკითხვა
რომელ ალკოჰოლურ სასმელს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ პასუხი: 59
ლოთები FaceBook-ზე
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
Top მომხმარებლები

keti14
null

nullსიახლეები: 0
nullკომენტარები: 992
nullრეპუტაცია: 32767


Dzebnili
null

nullსიახლეები: 6
nullკომენტარები: 28
nullრეპუტაცია: 21


Grigala
null

nullსიახლეები: 0
nullკომენტარები: 22
nullრეპუტაცია: 32767


CH1PO
null

nullსიახლეები: 9
nullკომენტარები: 17
nullრეპუტაცია: 0


RealMadridFan
null

nullსიახლეები: 2
nullკომენტარები: 11
nullრეპუტაცია: 32767


vodka_benzema
null

nullსიახლეები: 8
nullკომენტარები: 8
nullრეპუტაცია: 7000


xvedela
null

nullსიახლეები: 14
nullკომენტარები: 5
nullრეპუტაცია: 32767


lotikuzanovi
null

nullსიახლეები: 0
nullკომენტარები: 3
nullრეპუტაცია: 0


BeLQaN
null

nullსიახლეები: 0
nullკომენტარები: 2
nullრეპუტაცია: 0


kartoshka-rauli
null

nullსიახლეები: 0
nullკომენტარები: 1
nullრეპუტაცია: 0