"ყველა ღვინო პორტვეინი იქნებოდა, რომ შეიძლებოდეს..."
საუკეთესო პორტვეინი იმ ყურძნისგან იწარმოება, რომელიც მდინარე დუეროს სიახლოვეს, ველზე იზრდება. მე-17 საუკუნეში, ფრანგებთან ბრძოლის გამო, ინგლისელ ვაჭრებს ბაზარზე საკუთარი ბორდოს წარდგენის საშუალება წაერთვათ და სწორედ მაშინ მათ გემო და არომატი საუცხოო პორტუგალიურ ღვინოს გაუსინჯეს. აღსანიშნავია, რომ ამ ღვინოებისთვის ტრანსპორტირების პროცესი ძალიან მძიმე იყო, სწორედ ამიტომ ვაჭრები სასმელში ალკოჰოლს ამატებდნენ. ცოტა მოგვიანებით, ღვინოში ფერმენტაციის დროს ყურძნის სპირტის დამატებაც დაიწყეს, სწორედ ასე დაიბადა პორტვეინი.
სულ მალე პორტვეინით მოვაჭრეებმა შეამჩნიეს, რომ ალკოჰოლის დამატება არამხოლოდ იცავდა ღვინოს, არამედ აუმჯობესებდა მის ხარისხს და სასმელს უნიკალურ პროდუქტად გარდაქმნის საშუალებას აძლევდა.
სიტყვა პორტვეინი მომდინარეობს სიტყვისგან პორტუ, რაც პორტუგალიის მთავარი პორტის სახელწოდებაა. ინგლისში პორტ
... კითხვის გაგრძელება »
აბსენტი (Absinthe) ეს არის ალკოჰოლური სასმელი, რომელსაც მინდვრის მცენარის (Artemisia absinthium) არომატი აქვს. ჯერ-კიდევ ქრისტეს დაბადებამდე 500 წლით ადრე ეგვიპტელებმა ეს სასმელი შეაფასეს, როგორც საუკეთესო სამკურნალო საშუალება. ძველი აბსენტი ლიქიორისგან განსხვავდებოდა, მის ფოთლებს ღვინოსა და სპირტში ასველებდნენ. სავარაუდოდ სიტყვა აბსენტი ბერძნული “apsinthion”-გან მომდინარეობს, რაც “სასმელად გამოუსადეგარს” ნიშნავს. ასეთი სახელი მას, ალბათ, მწარე გემოს გამო შეარქვეს. პითაგორა რეკომენდაციას უწევდა აბსენტს შვილოსნობისთვის. ჰიპოკრატემ იგი სიყვითლის, რევმატიზმის, ანემიისა და კიდევ რამდენიმე დაავადების სამკურნალო საშუალებად მიიჩნია. რომაელმა სწავლულმა პლინია უფროსმა სასმელს “apsinthium” უწოდა, ეს ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ ასწლეულში მოხდა. ცნობილია, რომ ეტლით მრბოლელს აუცილებლად აბსენტის ყლუპი უნდა დაელია, რათა მიმხვდარიყო, რომ სიტყვებსაც აქვს თ
... კითხვის გაგრძელება »