1948 წელს ერევნის ღვინო-კონიაკის ქარხნის ერევენის ღვინის კომბინატად რეორგანიზაციის შემდეგ კონიაკის სპირტისა და კონიაკის წარმოების ცეხები გაერთიანდა დამოუკიდებელ ერევნის კონიაკის ქარხანაში.
1953 წელს ახალი შენობაში გადასვლიდან ერევნის კონიაკის ქარხნის დამოუკიდებელი ისტორია იწყება. 1953-91 წლებში ქარხანა სომხეთში კონიაკის წარმოების ერთადერთი მონოპოლისტი იყო. დანარჩენ ქარხნებში მხოლოდ კონიაკის გამოყვანასა და დაძველებას ახდენდნენ, რომლის კუპაჟს თავად ერევნის კონიაკის ქარხანა აწარმოებდა. სწორედ ამ ქარხანაში მიმდინარეობდა ცნობილი სომხური კონიაკების ჩამოსხმა: ორდინარული (სამ-, ოთხ- და ხუთწლიანი) და სამარკო (”ნარჩევი”, ”საიუბილეო”, ”სომხეთი”, ”დვინი”, ”ერევანი”, ”საზეიმო”, ”ნაირი”, ”ვასპირაკანი” და ”ახტამარი”). 1991 წელს მონოპოლია კონიაკის წარმოებაზე ლიკვიდირებულ იქნა.
ჯინი არის სპირტიანი სასმელი. იგი წარმოადგენს სპირტის, სტერილიზებული წყლისა და არომატიზატორების ნაერთს. ჯინში სპირტის შემცველობა 40-50%-ია.
მოცვი თავის დროზე ცნობილი იყო თავისი სამკურნალო თვისებებითა და არომატით. აფთიაქარები მას ახმობდნენ, რათა შემდგომ წამალი დაემზადებინათ. 1550 წელს ჰოლანდიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე აფთიაქარმა დე ლა ბომ პირველად დაამზადა მოცვისგან სამკურნალო საშუალება. ჯინის წარმოება 25 წლის შემდეგ, ლუკას ბოლსის ფირმის (Bol's) მიერ დაიწყო, რომელმაც წამალი სასმელად აქცია. 1575 წელს დაარსებული ეს ფირმა მსოფლიოში ერთ-ერთ უძველესად ითვლება. იმის გამო, რომ ჯინი მოცვზე მზადდებოდა და მისი არომატი ჰქონდა, ამ სასმელს პირველად, ფრანგულად Genievre უწოდეს. წლების შემდეგ მოხდა ამ სიტყვის ტრანსფორმირება და ალკოჰოლურმა სასმელმა ჯინის სახელი მიიღო. ჰოლანდიური სასმელი განსაკუთრებული წარმატებით ბრიტანეთ
... კითხვის გაგრძელება »
მრავალი არსებული ლეგენდის მიუხედავად, რომელიც მოგვითხრობს ირლანდიური ვისკის წარმოშობის შესახებ, დღემდე არ არის ცნობილი როდის მოევლინა ის სამყაროს. დოკუმენტურად იგი პირველად მოიხსენიება საპარლამენტო აქტში, რომელიც დათარიღებულია 1556 წლით. თავისი არსებობის მანძილზე ჰქონდა წარმატებაც და წარუმატებლობაც, მაგრამ მაინც შეინარჩუნა კონკურენცია თავის შოტლანდიელ „ძმასთან“.
ვისკი ირლანდილეთა სიამაყეა, და ის უმაღლესი ხარისხის სასმელია აღიარებული მთელს მსოფლიოში. მართლწერა ირლანდიური სიტყვისა Whiskey განსხვავდება შოტლანდიური Whisky და ეს არაა შემთხვევითი. ირლანდიური ვისკის მთელი საწარმოო პროცესი არსებითად გამოირჩევა შოტლანდიურისაგან. ირალნდიაში არსებობს სხვადსხვა სახის ვისკი: ეს არის ტრადიციული ირალნდიური ვისკი, დადუღებული და დაუდუღებელი ქერის ალაოსგან, შეიძლება იყოს ჭვავისა და შვრიის დანამატი, რომელიც მიღებულია „patent still“-ს გამოსახდე
... კითხვის გაგრძელება »
BAILEYS-ის წარმატების მთავარი საიდუმლო მისი შესანიშნავი, განუმეორებელი გემოა. ის იყო და დღემდე რჩება საუკეთესო ნაღების ლიქიორად. ეს ბრწყინვალე სასმელი, ლიდერი ლიქიორებში, ნაღებითა და ირლანდიური ვისკით მზადდება, გამოირჩევა მსუბუქი არომატითა და განსაცვიფრებელი სინაზით. ნაზი და ჰარმონიული BAILEYS იდეალურია ნებისმიერი სიტუაციისთვის. მისი სიმაგრე 17 გრადუსია. დღეს ეს ლიქიორი 167 ქვეყანას მიეწოდება და ყოველწლიურად BAILEYS-ის 4 მილიონი 9 ლიტრიანი შეკვრა იყიდება.
ისტორია 1974 წელს ირლანდიაში დამზადებულმა BAILEYS-მა სპირტიანი სასმელების ახალ კატეგორიას, ნაღებიან ლიქიორებს ჩაუყარა საფუძველი და ერთი წლის მერე მსოფლიო ბაზარზეც გამოჩნდა, სადაც მიუხედავად მრავალი კონკურენტისა, ლიდერობა მოიპოვა. ბოლო 30 წლის მანძილზე ბაზარზე გამოჩენილ სპირტიან სასმელებს შორის Bაილეყს ყველაზე წარმატებულია. ნაღებიანი ლიქიორების ბაზრ
... კითხვის გაგრძელება »