ალექსანდროული, ქართული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. იზრდება საშუალო ინტენსივობით. ნაყოფს იძლევა ყლორტების 70-90%, მტევნის საშუალო წონაა 90-100 გ. ყურძენი მწიფდება სექტემბრის ბოლოს, საშუალო მოსავლიანობა 55-60 ც/ჰა-ზე. გავრცელებულია ამბროლაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში. როცა ყურძნის შაქრიანობა 27-28%-ია, მჟავიანობა კი - 6-8%, აყენებენ მაღალი ღირსების ბუნებრივად ნახევრად ტკბილ წითელ ღვინოს "ხვანჭკარას" (ძირითადად ხვანჭკარის მირკომუნიციპალიტეტში), ხოლო ნაკლებშაქრიანობისას (20-21%) სუფრის ღვინოს - " ალექსანდროულს".
მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის უძველესი და მნიშვნელოვანი დარგია. ვაზის კულტურის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული ქართველი ერის ისტორიასთან. ჩვენი ერის შემოქმედებითი ბუნება და განსაკუთრებული სიყვარული ვაზისა და ღვინისადმი გამოიხატა ქართულ კულტურაში, ტრადიციულ წეს-ჩვეულებებში, არქიტექტურაში, ორნამენტში, ჭედურობაში, მხატვრობაში, პოეზიაში, სიმღერასა და ხელოვნების სხვა დაგებში.
საქართველო ითვლება მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს კერად და ხარისხოვანი და მაღალხარისხოვანი ღვინოების წარმოების ზონად მსოფლიოში, რასაც ადასტურებს, გარეული და კულტურული აბორიგენული ვაზის ჟიშების მრავალფეროვნება, აგრეთვე ამპელოგრაფიული, პალეობოტანიკური, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ფილოლოგიური, ლინგვისტიკური და სხვა მეცნიერული გამოკვლევები, როგორც ქართველი ისე უცხოელი მკვლევარებისა.
რქაწითელი — ქართული ტექნიკური ვაზის ჯიში დამწიფების გვიანდელი ვადით. ჯიში განეკუთვნება შავი ზღვის აუზის ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს. ფოთლები საშუალო, მომრგვალო სამ-ხუთფრთიანი, მტევანი საშუალო ზომის ან დიდი, ცილინდროკონუსური. მარცვალი საშუალო, ოვალური მომწვანო-ყვითელი ფერის ყავისფერი ლაქებით. პერიოდი დაკვირტვიდან ტურძნის ტექნიკურ სიმწიფემდე, ხორნაბუჯის ტერიტორიაზე 150 დღეა. აქტიურ ტემპერატურათა ჯამის 3100-3200 c პირობებში მოსავლიანობა 100-150 ც/ჰა. ჯიში ყინვაგამძლეა. ნახევრადმდგრადია მილდიუს მიმართ მცირედ ზიანდება იოდიუმით.
რქაწითელით მზადდება სუფრის მშრალი თეთრი სამარკო ღვინო "რქაწითელი", ადგილობრივი კახური მეთოდით. ასევე რქაწითელი, ხიხვისა და მწვანეს ჯიშის ღვინომასალებთან, კუპაჟში, გამოიყენება ღვინის "რქაწითელი ხორნაბუჯულლის" დასამზადებლად, რომელიც ასევე კახური ტიპისაა. რქაწითელი, მწვანეს ჯიშის ღვინომასალასთან ერთად, კუპაჟში, განოიყენება თეთრი სამარკო ღვინის "
... კითხვის გაგრძელება »