BAILEYS-ის წარმატების მთავარი საიდუმლო მისი შესანიშნავი, განუმეორებელი გემოა. ის იყო და დღემდე რჩება საუკეთესო ნაღების ლიქიორად. ეს ბრწყინვალე სასმელი, ლიდერი ლიქიორებში, ნაღებითა და ირლანდიური ვისკით მზადდება, გამოირჩევა მსუბუქი არომატითა და განსაცვიფრებელი სინაზით. ნაზი და ჰარმონიული BAILEYS იდეალურია ნებისმიერი სიტუაციისთვის. მისი სიმაგრე 17 გრადუსია. დღეს ეს ლიქიორი 167 ქვეყანას მიეწოდება და ყოველწლიურად BAILEYS-ის 4 მილიონი 9 ლიტრიანი შეკვრა იყიდება. ისტორია 1974 წელს ირლანდიაში დამზადებულმა BAILEYS-მა სპირტიანი სასმელების ახალ კატეგორიას, ნაღებიან ლიქიორებს ჩაუყარა საფუძველი და ერთი წლის მერე მსოფლიო ბაზარზეც გამოჩნდა, სადაც მიუხედავად მრავალი კონკურენტისა, ლიდერობა მოიპოვა. ბოლო 30 წლის მანძილზე ბაზარზე გამოჩენილ სპირტიან სასმელებს შორის Bაილეყს ყველაზე წარმატებულია. ნაღებიანი ლიქიორების ბაზრის 80% Bაილეყს-ზე მოდის. გაყიდვების მოცულობის მიხედვით ეს ლიქიორი პირველ ადგილზეა ბოლო 10 წლის მანძილზე და სპირტიანი სასმელების ბაზარზე მე-12 ადგილზეა. მსოფლიოს 169 ქვეყანაში Bაილეყს-ის 50 მილიონ ბოთლზე მეტი იყიდება ყოველწლიურად. წარმოება ნაღების ლიქიორის წარმოება პირველად კომპანია R & A BAILEYS & CO–მ დაიწყო NANGON HOUSE–ის ქარხანაში. დღემდე BAILEYS-ს დუბლინის ამ თვალწარმტაც მამულში აწარმოებენ. BAILEYS–ის დამზადების მეთოდი დაპატენტებულია და საიდუმლოდაა დაცული. ლიქიორის წარმოების უნიკალური მეთოდი, თანამედროვე დანადგარები და ხარისხის უმკაცრესი კონტროლი შესანიშნავ შედეგს განაპირობებს. BAILEYS-ის დასამზადებლად მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტები გამოიყენება. ეს ლიქიორი ირლანდიური ნაღების, საუკეთესო ირლანდიური ვისკის, უსუფთავესი ირლანდიური სპირტისა და ნატურალური არომატიზატორების ბრწყინვალე ნაზავია. მიუხედავად იმისა, რომ BAILEYS-ის დამზადებისას არ გამოიყენება კონსერვანტები, ნაღების ლიქიორებს შორის მას მოხმარების ყველაზე ხანგრძლივი ვადა აქვს -18 თვე. როგორ დავლიოთ BAILEYS უნივერსალური სასმელია. ის ერთნაირად კარგია როგორც სუფთა სახით, ისე ყინულითა და სხვადასხვა კოქტეილებში გაზავებული. BAILEYS-ის მირთმევა შეიძლება როგორც სუფთა სახით, ისე ყინულით ან სხვა სასმელებთან, მაგალითად, ყავასთან, ერთად. ამ ლიქიორს არ სვამენ ციტრუსის წვენებთან და ტონიკთან.
|