ორშაბათი, 2025-11-10, 7:29 PM
მოგესალმები Guest | RSS
Vodka Connecting People!!!
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 24 » დავით სარაჯიშვილი
4:58 PM
დავით სარაჯიშვილი

დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილი (დ. 28 ოქტომბერი, 1848, თბილისი ― გ. 20 ივნისი, 1911, იქვე), ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი, საზოგადო მოღვაწე. ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი. სახელი გაითქვა, როგორც მრეწველმა და ქველმოქმედმა. ბიოგრაფია დავით და ეკატერინე სარაჯიშვილები

1866 წელს დაამთავრა თბილისის გიმნაზია, შემდეგ სწავლა გააგრძელა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნისმეტყველო ფაკულტეტზე. ერთი წელი სწავლობდა მიუნხენის უნივერსიტეტში, შემდეგ კი - ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში, რომელიც 1871 დაამთავრა და მიიღო ქიმიისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. 1872-1878 ჰოენჰაიმისა და ჰალეს უნივერსიტეტებში სწავლობდა სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებას. 1878 გაემგზავრა საფრანგეთში მევენახეობისა და მეღვინეობის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების შესასწავლად.

დავით სარაჯიშვილის კონიაკის პავილიონი (1889 წ.).

საფრანგეთში ყოფნისას სარაჯიშვილი დაინტერესდა კონიაკის წარმოებით. აქ შეძენილმა ცოდნამ და პრაქტიკულმა გამოცდილებამ იგი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ საქართველო ნიადაგურ-კლიმატური გარემო და ვაზის მრავალი ჯიში კარგ პირობებს ქმნის კონიაკის წარმოებისათვის; 1885 სარაჯიშვილმა თბილისში ააგო კონიაკის ცენტრალური საწყობი, სადაც აძველებდა საკონიაკე სპირტს. 1888 თბილისში შეიქმნა სარაჯიშვილის კონიაკის ქარხანა, რომელიც მუშაობდა სამამულო ნედლეულის ბაზაზე. იმავე წელს მისივე ინიციატივით მწყობრში ჩადგა ლიქიორის ქარხანა. სარაჯიშვილის ფირმა აერთიანებდა 5 სარექტიფკაციო, 1 არყის, 1 ლიქიორისა და 7 კონიაკის ქარხანას, აგრეთვე მრავალ საწყობს თბილისში, მოსკოვში, პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში. 1900-თვის სარაჯიშვილის ფირმამ გამოუშვა 218200 ბოთლი კონიაკი. 1889-1913 სარაჯიშვილის ფირმის კონიაკმა (განსაკუთრებით "ძველისძველმა") და ლიქიორმა რუსეთსა და საერთაშორისო დეგუსტაციებსა და გამოფენებზე მიიღო ოქროს (9), ვერცხლის (5) და ბრინჯაოს მედლები. სარაჯიშვილის ქარხნის ბაზაზე შეიქმნა თბილისის კონიაკის ქარხანა. სარაჯიშვილის სახელი დაკავშირებულია "ქართველი გლეხობის აღმდგენელი კომიტეტის", სამუსიკო სასწავლებლის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და სხვა ეროვნული წამოწყებების ჩამოყალიბებასა და შექმნასთან.

კატეგორია: კონიაკი | ნანახია: 1465 | დაამატა: xvedela | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
საათი
სექციის კატეგორიები
არაყი [8]
ღვინო [8]
ლუდი [2]
ვისკი [5]
კონიაკი [3]
კოქტეილი [5]
სხვადასხვა [6]
შესვლის ფორმა
საიტის ჰიმნი
მინი-ჩეთი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
გამოკითხვა
რომელ ალკოჰოლურ სასმელს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ პასუხი: 59
ლოთები FaceBook-ზე
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
Top მომხმარებლები

keti14
null

nullსიახლეები: 0
nullკომენტარები: 992
nullრეპუტაცია: 32767


Dzebnili
null

nullსიახლეები: 6
nullკომენტარები: 28
nullრეპუტაცია: 21


Grigala
null

nullსიახლეები: 0
nullკომენტარები: 22
nullრეპუტაცია: 32767


CH1PO
null

nullსიახლეები: 9
nullკომენტარები: 17
nullრეპუტაცია: 0


RealMadridFan
null

nullსიახლეები: 2
nullკომენტარები: 11
nullრეპუტაცია: 32767


vodka_benzema
null

nullსიახლეები: 8
nullკომენტარები: 8
nullრეპუტაცია: 7000


xvedela
null

nullსიახლეები: 14
nullკომენტარები: 5
nullრეპუტაცია: 32767


lotikuzanovi
null

nullსიახლეები: 0
nullკომენტარები: 3
nullრეპუტაცია: 0


BeLQaN
null

nullსიახლეები: 0
nullკომენტარები: 2
nullრეპუტაცია: 0


kartoshka-rauli
null

nullსიახლეები: 0
nullკომენტარები: 1
nullრეპუტაცია: 0